1.პროექტის სახელი: ჩემი სოფლის სიძველეები
2.პროექტის მოკლე აღწერა:
განვსაზღვროთ ისტორიული სიძველეების მნიშვნელობა,მოვიძიოთ მიტოვებული ტაძრები და სამარხები,მათი ისტორია და ჩავრთოთ მოსახლეობა მათი მოწესრიგებისა და აღდგენის საქმეში.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს და გაინაწილებენ დავალებებს:
1.მოივლიან ტერიტორიას,აღწერენ სიძველეებს,შექმნიან ფოტო და ვიდეო მასალას.
2.შეხვდებიან სოფლის მოსახლეობას,ჩაიწერენ ინფორმაციას ამ ობიექტების შესახებ.
3.გაესაუბრებიან ისტორიის,ხელოვნების,რელიგიის მასწავლებელს,რომ ყველა წესის დაცვით გაგრძელდეს შემდგომი მუშაობა.
4.ინტერნეტში მოიძევენ შესაბამის მასალებს.
5.შექმნიან ბუკლეტებს,კედლის გაზეთს,მოსაწვევებს პრეზენტაციაზე და დაურიგებენ თანასოფლელებს.
4.მონაწილეთა ასაკი:მე–10–მე–11 კლასები(15–17წელი)
5.ვადები\ხანგრძლივობა: ერთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.განივითარებენ ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარს.
2.ისწავლიან ფოტო და ვიდეო მასალის,ბუკლეტების,კედლის გაზეთის შექმნას.
1.გამოიმუშავებენ კვლევის უნარებს.
2.კავშირს დაამყარებენ მოსახლეობასთან და მათი დახმარებით იზრუნონ სიძველეებზე.
3.ისწავლიან ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვას.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,ხელოვნება,რელიგია,ისტ.
10. პროექტის ფასილიტატორი: შორენა ჩახნაშვილი
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: shoshorenasho@gmail.com




No comments:
Post a Comment